The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონდრატ მხეიძე

კონდრატ მხეიძე
დაბადების თარიღი:1863
გარდაცვ. თარიღი:1926  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მანდიკორი, ტყიბულის რაიონი.

დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1893 წელს.

ლონდონის სპეციალიზებულ დაწესებულებებში დახელოვნდა უროლოგიაში; სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის მიხეილის საავადმყოფოში ორდინატორად, ბათუმის სანიტარულ ექიმად, ბათუმის საავადმყოფოს ქირურგ-ორდინატორად, განყოფილების გამგედ, მთავარ ექიმად; იყო აჭარის ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისრის მოადგილე, საექიმო ექსპერტიზის უფროსი. მისი შრომები ეხება ვენეროლოგიის აქტუალურ საკითხებს. ვენეროლოგი, უროლოგი, ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი და პირველი ქართველი სანიტარული ექიმი.

წყარო: მედიცინა აჭარაში XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში / ეთერ კიღურაძე


გააზიარე: