The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგეი სოლოვკინი

სერგეი სოლოვკინი
დაბადების თარიღი:1874
გარდაცვ. თარიღი:1941  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

 დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი (რუსეთი).

დაამთავრა  მოსკოვის  უნივერსიტეტის  სამედიცინო  ფაკულტეტი 1896 წელს.

1906 წელს სერგეი სოლოვკინი არჩეულ იქნა ბათუმის ქალაქის საავადმყოფოს სამეანო-გინოკოლოგიური  განყოფილების გამგედ; 1911 წელს მან ჩამოაყალიბა ბათუმის საკურორტო საზოგადოება, რომლის თავმჯდომარეც თვითონვე  იყო. სერგეი სოლოვკინს დიდი ღვაწლი მიუძღვის აჭარაში საკურორტო აღმშენებლობის საქმეში; მას გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის გამოირჩევა მალარიისადმი მიძღვნილი შრომები.

წყარო: მედიცინა აჭარაში XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში / ეთერ კიღურაძე


გააზიარე: