Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ტიმოლეონ ტრიანტაფილდესი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. კერასუნტი (თურქეთი). საშუალო განათლების მიღების შემდეგ სწავლა განაგრძო ათენის უნივერსიტეტში, სადაც მიიღო სამედიცინო განათლება, შემდეგ პარიზში მუშაობდა ცნობილ კლინიკაში, სადაც გაიცნო ვერა პოტლიაროვსკაია, რომლის შეძლებული მშობლები ბათუმში ცხოვრობდნენ; მათი მეგობრობა შეუღლებით დაგვირგვინდა, ამის შემდეგ, 1887 წელს, ისინი საცხოვრებლად და სამუშაოდ ბათუმში გადავიდნენ. ტიმოლეონ ტრიანტაფილიდესი და მისი მეუღლე გამოირჩეოდნენ ავადმყოფებისადმი გულისხმი დამოკიდებულებით. 1892 წელს ბათუმში გავრცელდა ქოლერის ეპიდემია. სოფელ ურეხში (ხელვაჩაური) აშენდა ხის ბარაკები ბეტონის იატაკებით, ცოლ-ქმარი 6 თვე ებრძოდა ქოლერის ეპიდემიას, მათ მრავალი ადამიანი გადაარჩინეს. ტიმოლეონ ტრიანტაფილიდესი ქსენონში (სახლი ავადმყოფთათვის) ქალაქის საავადმყოფოს გახსნამდე, 1902 წლამდე მუშაობდა. 1903 წელს იგი აირჩიეს ბათუმის ექიმთა საზოგადოების თავმჯდომარედ, 1908 წლის 12 სექტემბერს იგი ბანდიტებმა სიცოცხლეს გამოასალმეს. ტიმოლეონ ტრიანტაფილიდესის ხსოვნის აღსანიშნავად 1908 წლის 17 ოქტომბერს ბათუმის ექიმთა საზოგადოებამ სპეციალური სხდომა მოიწვია, ხოლო 1920 წელს ბათუმის ექიმთა საზოგადოებამ გამოსცა ექიმ ტიმოლეონ ტრიანტაფილიდესის შრომათა კრებული. წყარო: მედიცინა აჭარაში XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში / ეთერ კიღურაძე
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |