შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რობერტ გოლეთიანი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ალ. წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, დაწყებითი განათლების პედაგოგიკა და მეთოდიკა, 1972 წელს; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობა - 2003 წელს. 1975-1979წწ. – ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი, სასწავლო კაბინეტის გამგე; 1979-1985წწ. – ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი, უფროსი მეთოდისტი; 1985-1989წწ. – ამავე ინსტიტუტის პარტიული კომიტეტის მდივანი; 1989-1992წწ. – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პრორექტორი; 1992-2005წწ. - ამავე უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტის დეკანი; 2007-2009წწ. - თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ქუთაისის ფილიალის დირექტორი; 2005-2007წწ. – თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი; 2005-2011წწ. – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოსოფია-ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2011 წლიდან - ამავე უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს თავმჯდომარე; 1990-2003წწ. – ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის დეპარტამენტის დოცენტი; 2003-2010წწ. – ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი; 2010 წლიდან - ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის დეპარტამენტი, ფილოსოფიის მიმართულების პროფესორი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული სოციალურ-ფილოსოფიური აზრი: მიმართულებები, თავისებურებანი (1918-2000 წ.წ.)", დაიცვა 2003 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.548; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი: atsu.edu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |