Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სოლომონ ელიოზიშვილი![]()
Biographyდაამთავრა სარატოვის სასულიერო სემინარია. დაიბადა მღვდლის ოჯახში, ეკუთნოდა აზნაურთა წოდებას; 1856 წლის 21 სექტემბერს ეგზარქოსმა ისიდორემ (ნიკოლსკი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და თბილისის ყოვლდაწმიდა სამების ტაძარში დანიშნა. 1858 წლის 5 იანვარს თბილისის სასულიერო სასწავლებელში მეორე კლასების მასწავლებლად დაინიშნა და ამასთანავე დაევალა სიონის საკათედრო ტაძარში კატეხიზატორული საუბრების წარმოთქმა. 1859 წელს თბილისის სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორის თანაშემწედ აირჩიეს. 1859 წლის 30 აგვისტოს გათავისუფლდა სასწავლებლიდან და ამავე წლის 29 სექტემბერს ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის მეორე მღვდლად დაინიშნა. 1862 წლის 6 ნოემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა, ხოლო 1864 წლის 22 მაისს სკუფია უბოძეს. 1867 წლის 5 იანვარს იყო კომისიის წევრი, რომელსაც დავალებული ჰქონდა ქაშვეთის გალავნის "გამშვენება"; 1868 წლის 12 იანვარს თბილისის სახალხო სასამართლოს პირველ განყოფილებაში აღსარებების ჩაბარება დაევალა, რასაც უსასყიდლოდ ასრულებდა. 1869 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1872-1885 წლებში იყო თბილისის სასულიერო სემინარიის გამგეობის წევრი; 1881 წლის 18 აპრილს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო; 1882 წლის 18 დეკემბერს თბილისის ეპარქიალურ ქალთა სასწავლებელში საპატიო წევრად აირჩიეს; 1884-1899 წწ. იყო ვერის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი; 1885 წელს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელით დააჯილდოვდა; 1892 წლის 15 მაისის ბრძანებით გახდა დეკანოზი, ხოლო ამავე წლის 7 ივნისს სიონის საკათედრო ტაძარში მიენიჭა ეს წოდება. 1899 წლის 8 აგვისტოს, თავისი თხოვნით გადადგა წინამძღვრობიდან და პენსიაზე გავიდა. დეკანოზი. წყარო: XVIII-XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა / გიორგი მაჩურიშვილი, ლუარსაბ ტოგონიძე.-თბ.,2012 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |