Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ტრიფონ გამსახურდია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნოსირი, სენაკის რაიონი. დაწყებითი განათლება მიიღო ძველი სენაკის ქართულ ოთხკლასიან სკოლაში; 1912 წელს დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია; 16 წლისა სამუშაოდ გაამწესეს აზერბაიჯანში, ბაქოში ვატუშინსკის აფთიაქში, სადაც 3 წელი იმუშავა; იყო ყაზანის უნივერსიტეტის სპეციალური კურსების მსმენელი, რომლის დამთავრების შემდეგ გამოცდები ჩააბარა უნივერსიტეტში. 1915 წელს უმაღლესი განათლების დიპლომით (აფთიაქარის თანაშემწე) დაბრუნდა ბაქოში და მუშაობა დაიწყო რეცეპტარად; 1917 წლიდან მუშაობდა ფოთში, ალექსანდრე მდივნის კერძო აფთიაქში რეცეპტარად, 1918 წელს გადაიყვანეს ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში აფთიაქის გამგედ; მისი ხანგრძლივი და ნაყოფიერი შრომის ეტაპი 1924 წლიდან დაიწყო, როდესაც გორში გადავიდა საცხოვრებლად; სხადასხვა დროს იგი იყო გორის, ე.წ. ძველი აფთიაქის რეცეპტარი, კასპის რაიონის სოფელ წითელქალაქის აფთიაქის გამგე, პროფკავშირის სამაზრო გამგეობის თავმჯდომარე, საოლქო გამგეობის თავმჯდომარე, რაიონული პროფსაბჭოს გამგეობის პასუხისმგებელი მდივანი, გორის რაიონის ჯანმრთელობის განყოფილების გამგე, გორის რაიონის სოფელ ტყვიავის აფთიაქის გამგე, გორის პირველ აფთიაქში რეცეპტარ-კონტროლიორი და სხვ.; 1938 წელს დააპატიმრეს, ციხეში 2 წელიწადნახევარი დაჰყო; 1940 წელს ის პატიმრობიდან გაათავისუფლეს, ოფიციალურ ცნობაში აღნიშნულია, რომ წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; ტ. გამსახურდია არჩეული იყო გორის საქალაქო საბჭოს დეპუტატად, გორის რაიონული საბჭოს აღმასკომის პრეზიდიუმის წევრად; გორის ჯანმრთელობის განყოფილების გამგედ მუშაობის პერიოდში, მისი თაოსნობით და უშუალო ხელმძღვანელობით მოეწყო და ამუშავდა ქალაქის ტუბდისპანსერი, რომელიც აღიჭურვა იმდროისთვის საუკეთესო რენტგენის, ფიზიოთერაპიის კაბინეტებით და ბიოქიმიის ლაბორატორიით; კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში (მაშინდელ წითელქალაქში) მოღვაწეობის დროს მისი ძალისხმევით გამოიყო შენობა და მოეწყო კლუბი; ახალქალაქში ჩამოაყალიბა დასი, იდგმებოდა თეატრალური წარმოდგენები, ეწყობოდა კონცერტები, ტრიფონ გამსახურდიას ინიციატივით სოფელ ახალქალაქში შეიქმნა ფეხბურთელთა გუნდიც, სადაც თვითონაც თამაშობდა ცენტრალურ მცველად. ტრიფონ გამსახურდია დაჯილდოებული იყო საიუბილეო მედლით და შრომის ვეტერანის წოდებით, საკავშირო ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსა და საკავშირო მედმუშაკთა პროფკავშირის "დამკვრელის", "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსნის" სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით. იგი არჩეული იყო სოფელ ტყვიავისა და გორის საპატიო მოქალაქედ. მისი გარდაცვალების შემდეგ, გორში მდებარე სახლის კედელზე (სტალინის გამზ. 24), სადაც ბოლო, თითქმის 35 წელი იცხოვრა, ტრიფონ გამსახურდიას მემორიალური დაფაა გაკრული. ფარმაცევტი, პროვიზორი. წყარო: კაცი - ლეგენდა : ტრიფონ გამსახურდია / ვახტანგ ჭანკოტაძე.-თბ.,2017.-გვ.106 (dspace.nplg.gov.ge); მოზაიკა - გორის სათემო რადიო: radiomosaic.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |