Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ავთანდილ გაბიჩვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი, მაგისტრალური და საქალაქო საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1961 წელს. 1961-1963წწ. მუშაობდა საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭოს სამეურნეო სამმართველოში ინჟინრად; 1964-1968წწ. საქართველოს საავტომობილო გზების მთავარი სამმართველოს №4 საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში მშენებელ ოსტატად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1968 წელს საქართველოს საავტომობილო გზების მთავარი სამმართველოს, საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროდ რეორგანიზაციის შემდეგ, მუშაობა გააგრძელა აღნიშნულ ორგანიზაციასი, სადაც მუშაობდა 1979 წლამდე; 1979 წელს დაინიშნა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქსოფელგზამშენი"-ს მთავარ ინჟინრად; 1981 წელს გადაყვანილ იქნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №13 სამშენებლო ტრესტის №20 სპეციალიზებული მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსად; 1982 წელს დაინიშნა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რესპუბლიკურ სპეციალიზებულ სამონტაჟო-გამმართველი სამმართველოს "საქმედენერგოავტომატიკ"-ის უფროსად; დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს საავტომობილო გზების ქსელის განვითარებისა და სრულყოფის საქმეში, საქართველოს მასშტაბით, სასოფლო-სამეურნეო გზების წესრიგში მოყვანისა და ახალი საავტომობილო გზების მშენებლობის მიმართულებით; დიდი შრომა აქვს გაწეული ჯანდაცვის სისტემის სამედიცინო დაწესებულებების ახალი, თანამედროვე მოწყობილობა-დანადგარებით უზრუნველყოფისათვის; მისი უშუალო მონაწილეობით აშენებულ იქნა "თბილისი-აეროპორტისა" და "ზაჰესი-ნატახტრის" ავტოსტრადები; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული ჰქონდა საუწყებო და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 76
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |