შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ ჩაჩავა![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 1976 წელს; კონსერვატორიის ასპირანტურა 1973 წელს. 1975 წლიდან ეწევა სამეცნიერო- პედაგოგიური მოღვაწეობას: 1975-1978წწ. თბილისის ა. ს. პუშკინის სახ. პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგი; 1978 წლიდან კონსერვატორიის პედაგოგი, დოცენტის მოვალეობის შემსრულებელი, ასოცირებული პროფესორი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი ისნის №14 საარჩევნო ოლქიდან, საქართველოს ეროვნულ-ლიბერალური კავშირი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). წყარო: საქართველოს პარლამენტის ვრბგვერდი: old.parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი .- თბ.-2015.-გვ.366 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |