The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი გამყრელიძე

ირაკლი გამყრელიძე
Date of birth:1 April, 1956
Date of death:2014  (at 57 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი, არქიტექტურის სპეციალობით 1982 წელს.

1982-1984წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" არქიტექტურული სახელოსნოს არქიტექტორად; 1984-1987წწ. №3 არქიტექტურული სახელოსნოს უფროს არქიტექტორად; 1987-1988წწ. ამავე სახელოსნოს მთავარი არქიტექტორი; 1988 წლიდან მუშაობდა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან არსებული IV მთავარი სამმართველოს საპროექტო-სახარჯაღრიცხვო ბიუროს არქიტექტორად; 1980-1990წწ. ამავე ბიუროს მთავარ არქიტექტორად; 1989 წელს მუშაობდა ქ. ბოსტონის (აშშ) გროპიუსის ოფისში; მონაწილეობდა "ქ. ბოსტონის სატრანსპორტო ცენტრის" პროექტის დამუშავებაში; 1990-2012წწ. იყო არქიტექტურულ-დიზაინერული სტუდია "არეა"-ს დირექტორი; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დაპროექტებულ იქნა მრავალი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი და საცხოვრებელი სახლი, მათ შორის: საცხოვრებელი კომპლექსი "ჭავჭავაძე 5", ქ. თბილისში (2005), სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი "მესხეთი" დაბა ბაკურიანში (2008), მრავალფუნქციური კომპლექსი მუხიანის მ/რაიონში (2009) და მრავალფუნქციური საცხოვრებელი აბაშიძის ქუჩაზე ქ. თბილისში (2011), ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები - მცხეთაში, წავკისში, კოჯორში, კვარიათში და ქ. თბილისის სხვადასხვა რაიონებში (2007-2012), მრავალფუნქციური კომპლექსი ც. დადიანის ქუჩაზე ქ. თბილისში (2013), ასევე "აფხაზეთში დაღუპულთა მემორიალი" გმირთა მოედანზე, ქ. თბილისში და სხვა; იყო მრავალი საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის წარმატებული ნომინანტი; 1985 წელს მიღებული აქვს I პრემია არქიტექტურულ ბიენალეზე, ქ. სოფიაში; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 78-79

Member of Organizations

  • მოთხილამურე არქიტექტორთა კლუბი, წევრი (2008-)
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1985-)

Share: