შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანტონ გეგეშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მარანი, აბაშის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1968 წელს. 1968-1980წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს №2 სამშენებლო ტრესტის №25 მოძრავ-მექანიზებულ კოლონაში მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1980-1981წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №4 სამშენებლო ტრესტის №9 სამშენებლო სამმართველოს უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1981-1982წწ. მუშაობდა საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს სამტრედიის №13 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსის მოადგილედ; 1982-1985წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს №4 მოძრავ-მექანიზებული კოლონის მთავარი ინჟინერი; 1985-1986წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს 2 სამშენებლო ტრესტის №27 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1986-1987წწ. იყო ამავე ტრესტის ტექნიკური განყოფილების უფროსი ინჟინერ; 1987-1989წწ. მუშაობდა სასოფლო მშენებლობის სამინისტროს №2 სამშენებლო ტრესტის №46 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1990-1997წწ. იყო მრავალდატგოვანი ფირმა "მშენპროექტის" დირექტორის მოადგილე; შემდეგ წლებში იყო ქ. სამტრედიის მერიის კეთილმოწყობის განყოფილების კონსულტანტი; ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენებულ იქნა მრავალი მნიშვნელოვანი საწარმო, საზოგადოებრივი, სასოფლო-სამეურნეო და ინფრასტრუქტურული დანიშნულების ობიექტი. მათ შორის: ბალნეოლოგიური კურორტის პანსიონატი 200 ადგილზე ქ. სამტრედიაში; საქსოვი ფაბრიკა სოფ. კულაშში, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის საბაზო კომპლექსი სოფ. დიდ ჯიხაიშში, ნოდარ დუმბაძის სახლმუზეუმი დ. ჩოხატაურში, მეცხოველეობის სასუქი კომპლექსი 3600 სულზე სოფ. კოპიტნარში, მელიორაციის მთავარი ბაზა აბაშის რაიონში, "რიტუალების სახლი" და სამედიცინო კლინიკა "ხარება" ქ. სამტრედიაში, სასტუმრო "ალბატროსი" დ. ურეკში, საცხოვრებელი სახლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და სხვა; პრაქტიკული საინჟინრო პროფესიული საქმიანობის პარალელურად თანამშრომლობდა რაიონული და რესპუბლიკური პრესის პერიოდულ გამოცემებთან; გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი საგაზეთო სტატია; მისი ბიოგრაფია შეტანილია "სამტრედიის ენციკლოპედიაში"; მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 81-82 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |