The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ჩეჩელაშვილი

გიორგი ჩეჩელაშვილი
დაბადების თარიღი:28 ივლისი, 1941
გარდაცვ. თარიღი:2 თებერვალი, 2000  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით ჰიდროელსადგურების ჰიდროტექნიკური მშენებლობა 1966 წელს.

1958-1960წწ. ა. დიდებულიძის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი; 1966 წელს "საქგიდროენერგომშენებლობის" ტრესტის ინჟინერი; 1966-1971წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული "საქმთავარკოლმეურნმშენის" ინჟინერი, ჯან-ის უფროსი; 1971-1973წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N14 მშენტრესტის პარტიული კომიტეტის მდივანი; 1971-1973წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N14 მშენტრესტის პარტიული კომიტეტის მდივანი; 1973-1979წწ. გარდაბნის რაიაღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე; 1979-1982წწ. საქართველოს კომპარტიის გარდაბნის რაიკომის მე-2 მდივანი; 1981 წელს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 ტრესტის მმართველის მოადგილე; 1981-1984წწ. რესპუბლიკური გაერთიანება "საქსათბურის" თავმჯდომარის მოადგილე; 1984-1986წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის წარმოების კომიტეტის კაპიტალური მშენებლობის მთავარი სამეურნეოთაშორისი სამმართველოს უფროსი; 1986 წელს საქართველოს სახელმწიფო აგრომრეწვის მშენებლობისა და ინდუსტრიის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსი; 1989-1990წწ. "საქწყალექსპლუატაციის" უფროსის მოადგილე; 1990-1991წწ. საქართველოს კომპარტიის ცკ მე-2 მდივანი; 1990-1991წწ. საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს კომუნისტური პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1991-1992წწ. საქართველოს სპორტსაზოგადოება "დინამოს" თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1992 წელს საქართველოს შსს "საქავტოინსპექციის" სამმართველოს უფროსი; 1992-1994წწ. საქართველოს შსს სახელმწიფო წესრიგის და უშიშროების დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს საგზაო პოლიციის სამმართველოს უფროსი; 1994 წელს საქართველოს შსს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი; 1994-1995წწ. საქართველოს შსს კადრების სამმართველოს უფროსი; 1995 წელს საქართველოს შსს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსი; 1995-1996წწ. საქართველოს შსს ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე; 1996-1997წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, საგანგებო სიტუაციისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე; 1997-1999წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; 1999-2000წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. პოლიციის გენერალ-მაიორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.368; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.204

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2000)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-2000)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (1999-2000)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
    ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დროს გამოჩენილი მამაცობის, თავდადებისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის
  • 1994 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

გააზიარე: