The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ გეგუჩაძე

ავთანდილ გეგუჩაძე
დაბადების თარიღი:4 ივლისი, 1953  (71 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1976 წელს.

1976-1979წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ცენტრალურ ნორმატიულ საკვლევ სადგურში ჯერ ინჟინრად, შემდეგ კი უფროს ინჟინრად; 1979-1987წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №4 სამშენებლო ტრესტის მოპირკეთების სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1988-1992წწ. მუშაობდა საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროს სამშენებლო სამმართველოს სამშენებლო უბნის უფროსად; 1992-2002წწ. იყო სამშენებლო ფირმის - შპს "მშენებლის" მთავარი ინჟინერი; 2003 წლიდან სამუშაოდ გადადის ქ. მოსკოვში, სადაც 2009 წლამდე მუშაობდა სამშენებლო ფირმის - შპს "ვიტმა-1"-ის უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; აქტიურად იყო ჩართული ქ. მოსკოვის ბინათმშენებლობის სფეროში; 2010 წლიდან ბრუნდება საქართველოში და მუშაობას იწყებს სამშენებლო კომპანია - შპს "ბკ კაპიტალში"- უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, სადაც მუშაობდა 2019 წლამდე; 2019 წლიდან მუშაობს სამშენებლო კომპანია - შპს "ბკ კონსტრაქშენში" უფროს სამუშაოტა მწარმოებლად; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელებულია მრავალი მნიშვნელოვანი სამრეწველო, საზოგადოებრივი და კულტურულ-საგანმანათლებლო დანიშნულების ობიექტების მშენებლობა, როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, ისე ქ. მოსკოვის რაიონებში; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 82-83


გააზიარე: