The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ გელაშვილი

თეიმურაზ გელაშვილი
დაბადების თარიღი:12 სექტემბერი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ლაგოდეხის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი და მიენიჭა სამთო ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაცია 1971 წელს.

1971 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს მექანიზაციის სპეციალიზებული ტრესტის 2 მექანიზაციის სამმართველოში, ჯერ მშენებელ ოსტატად, შემდეგ სამუშაოთა მწარმოებლად. იყო ამავე სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1980-1987წწ. სამმართველოს უფროსი; 1988-1990წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის დაქვემდებარებაში არსებული სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ინჟმშენის" მექანიზაციის სამმართველოს უფროსად; 1991 წელს დააფუძნა შპს "ჰიდროსერვისი", რომლის გენერალური დირექტორია; აღნიშნული კომპანია არის იაპონური და ჩინური სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელი კომპანიის "KOMATSU"-ს და "SANI"-ს ოფიციალური დილერი საქართველოში; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით შესრულებულია მნიშვნელოვანი სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების ფუძე-საძირკვლების მოწყობის სამუშაოები; პროფესიული შრომითი საქმიანობის პარალელურად ეწეოდა ქველმოქმედებას - ლაგოდეხის რაიონის სოფელ გერგენიანში ააშენა წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესია; არის ქ. ლაგოდეხის საპატიო მოქალაქე; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 83


გააზიარე: