შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ გელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1974 წელს. 1974-1977წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს საპროექტო-საზიებო ბიუროს ჯერ ინჟინრად, შემდეგ კი უფროს ინჟინრად, ხელოვნური ნაგებობებისა და ხიდების განყოფილებაში; 1977-1994წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის, გამოყენებითი დრეკადობის თეორიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლად; იყო საექსპერტო ჯგუფის ინჟინერ-ექსპერტი. ამავე ინსტიტუტში მუშაობის პერიოდში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; 1995-2002წწ. იყო ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ხიდებისა და გვირაბების მოვლა-პატრონობის საწარმოო მთავარი ინჟინერი. პარალელურად (შეთავსებით) იყო შპს "ჯეოინჟინერინგი"-ს საპროექტო ჯგუფის სექტორის ხელმძღვანელი; 2003-2007წწ. იყო შპს "აიდიემი"-ს საპროექტო განყოფილების ხელმძღვანელი - ტექნიკური დირექტორი; 2007 წლიდან არის შპს "აიდიემი"-ს მმართველი დირექტორი; 1994-2007წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას (შეთავსებით), იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "ხიდებისა და გვირაბების" კათედრის ჯერ დოცენტი, შემდეგ ასოცირებული პროფესორი; 2016 წლიდან არის სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო"-ს მიწვეული ექსპერტი - ხიდებისა და ხელოვნური ნაგებობების მიმართულებით; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დამუშავებულ იქნა საპროექტო დოკუმენტაცია მნიშვნელოვანი ავტოსაგზაო ობიექტების მსენებლობისათვის. მათ შორის: შიდა სახელმწიფოებრივი გზები საერთო კოლომეტრაჟით 100 კმ., ხარაგაულის მუნიციპალიტეტში "ღორეშა-ხარაგაულის" საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და სახიდე გადასასვლელის მშენებლობა, "E-60 ავტომაგისტრალის" რიკოთის გვირაბის მონაკვეთის მშენებლობის პროექტი, "სამცხე-ჯავახეთის" საავტომობილო გზების რეაბილიტაციის პროექტი, "ხერთვისი-ვარძიის" საავტომობილო გზის პროექტი და სხვა; გამოქვეყნებული აქვს 15 სამეცნიერო სტატია გარსთა თეორიის საფუძვლებზე, დამუშავებული აქვს გარემოს დაცვითი და სიციალური დაცვის დოკუმენტაცია საავტომობილო გზების მონაკვეთისათვის; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 83-84
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |