The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პროკოფი გელხვიძე

პროკოფი გელხვიძე
დაბადების თარიღი:25 ნოემბერი, 1918
გარდაცვ. თარიღი:2014  (95 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: მაიაკოვსკის (ამჟამად ბაღდათის) რაიონი.

დაამთავრა რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი და მიენჭა მიმოსვლის გზათა ინჟინრის კვალიფიკაცია 1941 წელს.

1941-1945წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში; იყო სტალინგრადის დაცვის მონაწილე; 1945-1951წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში - სამშენებლო სამმართველოების "ჭიათურმშენისა" და "ზესტაფონმშენის" სამუშაოთა მწარმოებლად; ამავე სამინისტროს №153 სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1955-1957წწ. მუშაობდა სსრკ სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს სისტემაში, სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ამიერკავკასტრანსმშენში" სამუშაოთა მწარმოებლად; 1967-1976წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კეთილმოწყობის სამმართველოს კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსად, ასევე საქალაქო საბჭოს აღმასკომის დაქვემდებარებაში არსებული სამშენებლო-სარემონტო ტრესტის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსად; 1976-1977წწ. იყო საქართველოს მინისტრტა საბჭოსთან არსებული სახელმწიფო კომიტეტის - "საქსოფელტექნიკის" ერთ-ერთი საწარმოს უფროსი; 1978-1981წწ. საქართველოს ვაჭრობისა და სოფლისმეურნეობის სამინისტროების სარემონტო-სამშენებლო სამმართველოების უფროსი; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენებულ იქნა მრავალი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო, საზოგადოებრივი და ინფრასტრუქტურული დანიშნულების ობიექტი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში - თბილისში, სოხუმში, გაგრაში და სხვაგან; მიღებული ჰქონდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი მრავალწლიანი წარმატებული შრომითი საქმიანობისათვის.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 85

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1984 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • წითელი დროშის ორდენი
  • ღირსების ორდენი

გააზიარე: