Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ გერაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბაში, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1979 წელს. 1979-1981წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში, სამხედრო ინჟინრად; 1981-1994წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №4 სამშენებლო ტრესტის სისტემაში, ქუთაისის საავტომობილო ქარხნის რეკონსტრუქციაზე ინჟინრად, უფროს ინჟინრად და განყოფილების უფროსად; 1994-2001წწ. მუშაობდა მოსკოვში, სამშენებლო ფირმა "ბემ"-ში, საწარმოო ტექნიკური განყოფილების ინჟინრად; 2001-2005წწ. სამშენებლო ფირმა "მინსკაია-2"-ში, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; 2006-2010წწ. იყო სამშენებლო ფირმა "ბმ კაპიტალ"-ის მთავარი ინჟინერი; საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2010 წლიდან მუშაობს შპს "ბკ კაპიტალი"-ს და შპს "ბკ ქონსტრაქშენი"-ს მთავარ ინჟინრად; დიდი წვლილი აქვს შეტანილი ისეთი სამშენებლო პროექტების წარმატებით განხორციელებაში, როგორებიცაა: ელიტარული საცხოვრებელი კომპლექსი ქ. მოსკოვში მინსკის ქუჩაზე (1995-1998), მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსები, ასევე ქ. მოსკოვში, ტოლბუხინისა და ნახიმოვის პროსპექტებზე (2001-2009), "საქართველო ბანკის" სათავო ოფისი, ქ. თბილისში (2010-2011), "ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის" სახელობის ტაძრის მშენებლობა, ქ. თბილისში, მახათას მთაზე (2013-2017), სავაჭრო ცენტრები "გალერეა თბილისი" და "სითი მოლი საბურთალო", სასტუმროები ქ. თბილისში, წინანდალში, გუდაურში და სხვა; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 86
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |