შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ გერაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბაში, სამრედიის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1981 წელს. 1981-1985წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №2 მექანიზაციის სპეციალიზებულ ტრესტსი საწარმოო-ტექნიკური განყოფილების ინჟინრად, უფროს ინჟინრად; 1985-1993წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს 34 სამშენებლო ტრესტის №3 სამშენებლო სამმართველოს საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1993-2001წწ. სამუშაოდ გადავიდა ქ. მოსკოვში, სადაც მუშაობდა სამშენებლო ფირმა "ბემ"-შისაწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; 2001-2007წწ. იყო ყულევის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადამტვირთავი საზღვაო ტერმინალის მშენებლობის საწარმოო-ტექნიკური განყოფილების ინჟინერი; 2007-2009წწ. კვლავ ქ. მოსკოვში მუშაობდა სამშენებლო ფირმა "მინსკაია-2"-ში, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; 2009 წლიდან, საქართველოში დაბრუნების შემდეგმუშაობს ქ. თბილისში შპს "ბკ კაპიტალი"-სა და შპს "ბკ კონსთრაქშენი"-ს საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; დიდი წვლილი აქვს შეტანილი ისეთი მნიშვნელოვანი სამშენებლო პროექტების წარმატებით განხორციელებაში, როგორებიცაა: მიწისძვრით დაზარალებული ონის რაიონის საზოგადოებრივი და საყოფაცხოვრებო ობიექტების აღდგენითი სამუშაოების შესრულება (1991-1993), ელიტარული საცხოვრებელი კომპლექსი ქ. მოსკოვში, მინსკის ქუჩაზე (1995-1998), "ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის" სახელობის ტაძრის მშენებლობა ქ. თბილისში, მახათას მთაზე (2013-2017), მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა: კარტოზიას ქუჩაზე, ყაზბეგის გამზირზე და ჭავჭავაძის გამზირზე, ქ. თბილისში და სხვა; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 86-87
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |