The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ გეწაძე

ზურაბ გეწაძე
დაბადების თარიღი:18 თებერვალი, 1958  (67 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი, არქიტექტურის სპეციალობით 1981 წელს.

1981-1985წწ. მუშაობდა თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიეპი"), არქიტექტორად, უფროს არქიტექტორად; 1985-1990წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საპროექტო ბიუროს წამყვან არქიტექტორად; ასევე იყო საპროექტო კოოპერატივ "ანდრატის" დამფუძნებელი და მთავარი არქიტექტორი; 1990-1997წწ. მუშაობდა ქ. თბილისის მერიის სახაზინო საწარმო "არქდიზაინსერვისი"-ს არქიტექტორთა ჯგუფის უფროსად, არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელად; 1998-2000წწ. იყო ამავე საწარმოს დირექტორი; 2001-2004წწ. იყო საპროექტო-სამშენებლო კომპანია "არტგეიზი"-ს დამფუძნებელი და დირექტორი; 2005 წლიდან შპს "გასნიკ-კომპანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი არქიტექტორი; 2007 წლიდან შპს "გეთს-ჯგუფის" დამფუძნებელი და მთავარი არქიტექტორია; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დამუშავებულ იქნა და განხორციელდა მრავალი მნიშვნელოვანი ობიექტების პროექტები. მათ შორის: პიონერთა ბანაკი-პანსიონატი 240 ადგილზე, კრასნოდარის მხარის გილენჯიკის რაიონში (1981-1983), "საბავშვო ბაღი 190 ადგილზე", რთული რელიეფისათვის, ტიპური პროექტი (1984-1985), ღია კინოთეატრი საქარხნო რაიონში (ქ. თბილისი, 1987), სუპერმარკეტი ჭიჭინაძის ქუჩაზე (ქ. თბილისი, 1989), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები ხორავას ქუჩაზე (ქ. თბილისი, 2002), ეკლესიები ამბროლაურისა და ონის რაიონის ტერიტორიაზე (2004-2007), ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები - წავკისში, საირმის გორაზე, ცაგარელისა და ლვოვის ქუჩაზე (ქ. თბილისში, 1997-2004წწ.), მრავალფუნქციური, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, ფარნავაზ მეფის გამზირზე, დიდ დიღომში (ქ. თბილისი,2014წ.), მრავალსართულიანი სასტუმრო უსახელაურის ქუჩაზე (ქ. თბილისში, 2017წ.) და სხვა; არის კონკურსების მონაწილე - საქართველოს "სახმშენის" კონკურსი "მრავალბლოკიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტი" - II პრემია, "ქ. თბილისში, მოსკოვის გამზირის №9 და №9ა-ს მიმდებარე ტერიტორიის მრავალფუნქციური განაშენიანება" - არქიტექტორთა კავშირის დიპლომი - "წლის საუკეთესო არქიტექტურული პროექტი", ავტორთა ჯგუფთან ერთად (2007).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 87-88

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი

გააზიარე: