The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე გვენეტაძე

ალექსანდრე გვენეტაძე
დაბადების თარიღი:1914
გარდაცვ. თარიღი:1980  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გომი, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი და მიენიჭა მშენებელ-ტექნიკოსის კვალიფიკაცია 1934 წელს; სწავლა გააგრძელა ქ. მოსკოვის კუიბიშევის სახელობის სამშენებლო-საინჟინრო ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1939 წელს და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქ. მოსკოვის გორბუნოვის სახელობის ქარხანაში ინჟინრად; საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო ქ. თბილისის საავიაციო ქარხნის მშენებლობაზე, სამუშაოთა მწარმოებლად; მალე იგი გადაჰყავთ ქ. თბილისის ორჯონიკიძის სახელობის რაისაბჭოს აღმასკომის საბინაო სამმართველოს უფროსად; მუშაობდა ბულაჩაურის წყალსადენის მშენებლობაზე ინჟინრად, შემდეგ კი, როგორც პერსპექტიული ახალგაზრდა სპეციალისტი, გადაიყვანეს საქართველოს კომუნალური მეურნეობის სამინისტროს კაპირალური მშენებლობის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე; 1960 წლიდან მუშაობდა პროფკავშირების კურორტების მართვის საქართველოს რესპუბლიკური საბჭოს უფროს ინჟინრად; 1967 წელს დაინიშნა ბიჭვინთის მაღლივი პანსიონატების საკურორტო კომპლექსის მშენებლობის დირექციის მთავარ ინჟინრად; დიდი წვლილი მიუძღვის აღნიშნული საკურორტო კომპლექსის I რიგის ობიექტების დადგენილ ვადაში საექსპლუატაციოდ ჩაბარების უზრუნველყოფის საქმეში; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები და საუწყებო საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 90

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
    მრავალწლიანი წარმატებული შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის

გააზიარე: