შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ოსტატი![]()
ბიოგრაფიაXVIII საუკუნის დასასრულისა და XIX საუკუნის დასაწყისის ქართველი ოსტატი; 1811 წელს ვაშლოვანში (თეთრი წყაროს რაიონი) აუგია კოშკი (მოხსენიებულია კოშკის წარწერაში); გეგმით წრიული, სამსართულიანი კოშკი ნაგებია რიყის ქვითა და აგურით; ყოველ სართულზე თითო ოთახია. საგანგებოდ არის დამუშავებული სამხრეთი (სოფლისკენ მიმართული) მხარე; აგურით ნაშენ შვერილ ნაწილში ორი ღრმა თაღია; ქვედაში შესასვლელია, ზედაში კი დატანებულია დარბაზის აივნის კარი; კარს ზემოთ ორბელიანების გერბიანი ყვითელი ქვა არის ჩასმული; კოშკის გარეგანი სახე, პროპორციები, ტექნიკურად შესრულების მაღალი დონე მოწმობს, რომ კოშკის ამშენებელი გვიანფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრულ ტრადიციებზე აღზრდილი და დახელოვნებული ოსტატი ყოფილა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 93
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |