შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აბესალომ გოგატიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გომი, ხაშურის რაიონი. 1937 წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე; 1941 წელს გაწვეულ იქნა დიდ სამამულო ომში, სადაც იბრძოდა მის დამთავრებამდე; ომის დამთავრების შემდეგ ინსტიტუტში სწავლა გააგრძელა და 1947 წელს დაამთავრა არქიტექტურის სპეციალობით; 1947-1965წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალუეგმშენი"-ს ბინათმშენებლობის სამმართველოში, სადაც განვლო სამსახურებრივი წინსვლის გზა, სამუშაოთა მწარმოებლის თანამდებობიდან სამშენებლო სამმართველოს უფროსის თანამდებობამდე; 1965 წელს დაინიშნა ქ. რუსთავის სახლმშენებელი კომბინატის დირექტორად; 1967-1968წწ. ხელმძღვანელობდა ქ. ტაშკენტში მიწისძვრის შედეგად დაზიანებული შენობების აღდგენას და ახალი ობიექტების მშენებლობას; დიდი წვლილი მიუძღვის ქ. რუსთავის საცხოვრებელი მიკრორაიონებისა და ცალკეული კვარტლების მშენებლობაშ; 1973 წლიდან მუშაობდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს მთავარ ინჟინრად; აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული მეტალურგიული კომბინატის საამქროების განახლებისა და ახალი სიმძლავრეების ათვისების საქმეში; 1956-1979წწ. არაერთგზის იყო არჩეული რუსთავის საქალაქო საბჭოს დეპუტატად; იყო საქართველოს კომპარტიის რუსთავის საქალაქო კომიტეტის ბიუროს წევრი; სამამულო ომში მონაწილეობის დროს გამოჩენილი თავდადებისა და ომის შემდგომ პერიოდში შრომითი დამსახურებისთვის დაჯილდოებული იყო საბრძოლო და შრომითი ორდენებით და მედლებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 93-94 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |