The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ფურცხვანიძე

შალვა ფურცხვანიძე
დაბადების თარიღი:1 აპრილი, 1910
გარდაცვ. თარიღი:13 აგვისტო, 1983  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მუხათგვერდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, ფოტოგრაფი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

შალვა ფურცხვანიძე ტურისტულმა მარათონმა ფოტომოღვაწედ აქცია. ფოტოაპარატით და საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების თავმჯდომარის გიგო გიორგაძის ხელით შედგენილი რუკით ამიერკავკასია ფეხით შემოიარა; გაზეთების რედაქციებში წერილებს აგზავნიდა; იბეჭდებოდა ნარკვევები და მათი ფოტო ილუსტრაციები. ამ მოგზურობაზე გაზეთებში დაიბეჭდა სტატიები სათაურებით: "პირველი ქართველი ფოტო ჟურნალისტი", "4200 კილომეტრი ფეხით", "კომკავშირელი ტურისტი" და სხვა; მან ქართული ფოტოს თითქმის რვა ათეული წლის ისტორია გადაარჩინა განადგურებას, როდესაც პირველი ქართველი ფოტოგრაფის ალექსანდრე როინიშვილის უძველესი ნეგატივები და პოზიტივები შუშის ნეგატივებიდან ფირებზე გადაიტანა; შალვა ფურცხვანიძე 1930-იანი წლებიდან მოყოლებული ფოტომემატიანეთა ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია; დიდი სამამულო ომის დროს 100 000 ნეგატივი საიმედოდ შეინახა; 1942 წელს იგი ანტისაბჭოთა აგიტაციისათვის დააპატიმრეს 10 წლით; მისი საარქივო მასალის ბედი დღესაც მოსაძებნია ბათუმში, კუიბიშევში, შუა აზიაში; ფოტოლაბორატორია თანდათან სარეპროდუქციო სარესტავრაციო ლაბორატორიად გადააქცია; სარესტავრაციო სახელოსნო მოთავსებული იყო ჯერ კომუნართა ბაღში, სამხატვრო გალერეის შენობაში, ხოლო შემდგომ რუსთაველის გამზირზე ეზოში; აქ მან 1903 წელს აფხაზეთში გადაღებული ილია ჭავჭავაძის სურათი აღადგინა, სახე თითქმის არ ჩანდა, დაზიანებული ადგილი იმავე ზომის სხვა ძველი სურათით აღადგინა, ანუ ფოტოგრაფიაში პირველმა გამოიყენა მექანიკური კლონირების მეთოდი; ასევე იშვა სხვა სურათები: "ვაჟა ფშაველას გადასვენება მთაწმინდაზე", "ჭაბუკი იაკობ გოგებაშვილი მთელი ტანით" და სხვები; მის ფონდს შეემატა მუზეუმში აღმოჩენილი ასობით სურათის რეპროდუქცია; პირველი ქართველი ფოტოგრაფის ალექსანდრე როინაშვილისა და დიმიტრი ერმაკოვის ნეგატივები - 30 000 ცალი, რომლებიც მოსკოვში მცხოვრებმა დ. ერმაკოვის მეუღლემ გადასცა თბილისელ ხელოვნებათმცოდნე დ. არსენიშვილს; სარეპროდუქციო და სარესტავრაციო სახელოსნოდან სურათები მიჰქონდათ მუზეუმებს, კულტურის სახლებს, ჟურნალ-გაზეთების რედაქციებს, გამომცემლობებს, ტელესტუდიას; 7 წელიწადში 50 000-მდე ფოტოსურათია გაცემული: მცენარეებით შემკული ვაჟას სახე, ილია ყვარლის მთების ფონზე, მაქსიმ გორკი ქართველ მწერლებთან, შალვა ელიავა მწერალთა ჯგუფში, შამშე ლეჟავა და აბელ ენუქიძე შოვში,   ქართველი აზერბაიჯანელი და სომეხი მწერლები წინანდალში, დიმიტროვი ბორჯომში, მორის ტორეზი თბილისში, ნატო ვაჩნაძე ხელოვნების მუშაკებთან, გიორგი ნიკოლაძე სორბონის უნივერსიტეტში იცავს სადოქტორო დისერტაციას, გალაკტიონ ტაბიძე და ვაჟა ფშაველას მეუღლე და სხვა; რესტავრირებული სურათების გარდა შალვა ფურცხვანიძემ პირველმა მიმართა ფოტო მონტაჟსაც, ასე შიქმნა "ილია, აკაკი და იაკობ გოგებაშვილი" (იაკობს ხომ მათთან ფოტო არასდროს გადაუღია), "ტარას შევჩენკო და აკაკი წერეთელი", მიკოლა ბაჟანმა ეს სურათი სამახსოვროდ წაიღო; ოსტატურად გადაღებულია "ვ. მჟავანაძე მწერლებთან", "გალაკტიონ ტაბიძე", "პოეტ-აკადემიკოსი ირაკლი აბაშიძე და პროფესორი მიხეილ ჩიქოვანი" და სხვ; გამოფენილია ბევრი საინტერესო ნახატის რეპროდუქცია; ასეთია "სოლომონ დოდაშვილი ვოლგოგრადში ინახულა გერცენმა", "ნიკო ნიკოლაძე და ჩერნიშევსკი"; ფოტოსურათები "მხარზე ხელგადახვეული გალაკტიონი და მიხეილ ჯავახიშვილი", "განუყრელი მეგობრები პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე და ვალერიან გაფრინდაშვილი" - ჯგუფური სურათებიდან ამოღებული ეს სურათები დღეს ასეთად გადაღებულად აღიქმება; მასვე ეკუთვნის ქართული პოეზიიხ თანავარსკვლავედის შექმნა, რომელიც ამშვენებდა საშუალო სკოლებს და დღემდეა შემორჩენილი საჯარო სკოლებში; შალვა ფურცხვანიძემ შექმნა "ვეფხისტყაოსნის" ყველა გამოცემის თავფურცლებისა და მთარგმნელთა პორტრეტების კრებული. აღადგინა ალბომი "რუსეთ საქართველოს კულტურული ისტორიიდან", რომელშიც 60-მდე ფოტოსურათი შევიდა; შალვა ფურცხვანიძემ შექმნა პოეტების: გოგლა ლეონიძის, გალაკტიონის, მწერლბის: პლატონ კეშელავას, გიორგი მდივანის, მხატვრების: ლადო გუდიაშვილის, რობერტ სტურუა უფროსის, უჩა ჯაფარიძის,  ჯემალ ლოლუას, რეზო თარხან-მოურავის ფოტო არქივები, 1930-იანი წლებიდან მოყოლებული იგი მეგობრობდა მათთან. შალვა ფურცხვანიძის პორტრეტი რობერტ სტურუამ (უფროსი) დახატა.

წყარო: ასე იქმნება ფოტომატიანე : თბილისის სარესტავრაციო ფოტოლაბორატორიის გამგის შ. ფურცხვანიძის მუშაობის შესახებ / ვ. ჯავახიშვილი // თბილისი. - თბილისი, 1962. - 10 სექტემბერი

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ჟურნალი "დროშა", რედაქტორის მოადგილე (1950-)
  • საქართველოს ჟუენალისტთა კავშირი, წევრი

გააზიარე: