შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ჭიჭინაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი 1984 წელს; თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის იტალიური ენის კურსები 1985 წელს. 1984-1987წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი, ლაბორანტი; 1987-1990წწ. - ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1991-1992წწ. - ხელოვნების მენეჯერთა კოლეჯი, ლექტორი; 1992-1994წწ. თბილისის ჰუმანიტარული კოლეჯი, ლექტორი; 1994 წელს - საერთაშორისო კულტურის ცენტრი "დესპანი", კონსულტანტი; 1994-1995წწ. - გალერეა "ვაჩა", კონსულტანტი; 1991-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ლექტორი; 1990 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2004-2009წწ. - საქართველოს უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2006 წლიდან - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. რამდენიმე მონოგრაფიისა და 50-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი; მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო გრანტი და კვლევითი სტიპენდია; წლების განმავლობაში კვლევით მუშაობას ეწეოდა ევროპისა და აშშ-ს სამეცნიერო ცენტრებში (Dumbarton Oaks, Centre d’Histoire et Civilisation de Byzance, და სხვ.); უცხოეთში წაკითხული აქვს, როგორც ცალკეული ლექციები, ისე სალექციო კურსი "შუა საუკუნეების ხელოვნება საქართველოში“ (ფრიბურგის უნივერსიტეტი); არის სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო საბჭოების წევრი. სამეცნიერო კვლევის სფერო - შუა საუკუნეების ქართული და ბიზანტიური ხელოვნება: ხატები, იკონოგრაფია, ბიზანტიურ-ქართული მხატვრული ურთიერთობები. ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი (2004), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სეტის კარედი, ქართული ხატწერის ისტორიიდან", დაიცვა 1990 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "XI-XIII სს. ქართული ხატწერა: მხატვრულ–ისტორიული ასპექტები", დაიცვა 2004 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.587; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: faculty.iliauni.edu.ge; გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრი: gch-centre.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |