The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელევთერი გოგია

ელევთერი გოგია
Date of birth:1919
Date of death:2001  (at 82 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტი, სამთო ინჟინრის სპეციალობით.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობას იწყებს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქშახტმშენის" ახალციხის სამშენებლო სამმართველოში, ჯერ №2 შახტის ცვლის უფროსად, შემდეგ კი ვენტილაციის უბნის უფროსად; 1952 წელს გადაყვანილ იქნა ქ. ტყვარჩელში, სადაც დაინიშნა სამშენებლო სამმართველო "ტყვარჩელშახტმშენის" ვენტილაციის უბნის უფროსად; 1953 წლიდან დაინიშნა №3 შახტის №1 უბნის უფროსად; 1961 წელს გადაყვანილ იქნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №7 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" სამშენებლო სამმართველო "ტყვარჩელშახტმშენის" №1 სამთო უბნის უფროსად; 1967 წელს დაინიშნა სამშენებლო სამმართველო "ტყვარჩელშახტმშენის" მთავარი ინჟინრის მოადგილედ, აღნიშნულ სამმართველოში მუშაობდა 1971 წლამდე; 1971 წელს გადაყვანილ იქნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №7 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქშახტმშენის" აპარატში, სადაც მუშაობდა პენსიაზე გასვლამდე; მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობის პერიოდში გამოჩენილი თავდადებისა და ომის შემდეგ პერიოდში მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისათვის დაჯილდოებული იყო საბრძოლო ორდენითა და მედლებით, ასევე საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 96-97


Share: