Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან გოგიჩაიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1977 წელს. 1978-1988წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "საქკურორტმშენის"-ა და პროფკავშირების კურორტების მართვის საქართველოს რესპუბლიკური საბჭოს სისტემაში - მშენებელი ოსტატის, უფორსი სამუშაოთა მწარმოებლის, მთავარი ინჟინრის, სამმართველოს უფროსისა და დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე; 1988-1991წწ. საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან არსებულ ექსპერიმენტულ სასწავლო-საპროექტო სამშენებლო სამმართველოში მთავარ ინჟინრად; 1991-1993წწ. საქართველოს ნაციონალურ-სამრეწველო ასოციაცია "ქართული სახლი"-ს კომერციულ დირექტორად; 1993-1996წწ. სამეცნიერო-საწარმოო ასოციაცია "ოდაინტერნეიშენალის" ვიცე-პრეზიდენტად; 1996-1997წწ. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა; 2003-2005წწ. საპროექტო-სამშენებლო კომპანიების "ინტერსერვისისა " და "ბურჯ"-ის გენერალური დირექტორად; 2005-2009წწ. შპს "ჯეოგილი"-ს და შპს "უნისტჯორჯიას" გენერალურ დირექტორად; 2009-2015წწ. შპს "ინტერნეიშენალ კონსტრაქშენის" გენერალური დირექტორად; 2016 წლიდან შპს "უინსტჯორჯიას" კონსულტანტად მუშაობს; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა მთელი რიგი მნიშვნელოვანი ობიექტები, მათ შორის: "მძეოსნობის მანეჟი", სპორტული კომპლექსი "ქარიშხალა" და სავაჭრო-გასართობი კომპლექსი "თბილისი მოლი" ქ. თბილისში; აქტიურად იყო ჩართული მიწისძვრით დაზარალებული საქართველოს რეგიონების, შენობა-ნაგებობების აღდგენითი სამუშაოების შესრულების ღონისძიებებში; მისი ხელმძღვანელობით დამუშავებულ იქნა ახალი ევროპული სტანდარტების შესატყვისი საკანონმდებლო ბაზა და მთელი რიგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები სამშენებლო სფეროსთვის; სტუდენტობის პერიოდში მონაწილეობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თვითშემოქმედებით მუსიკალურ ანსამბლში; მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და საუწყებო საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 98-99 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |