The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რამაზ გოგიტიძე

რამაზ გოგიტიძე
Date of birth:9 February, 1963  (63 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქ. ბათუმის ფილიალის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1987 წელს.

1987-1997წწ. მუშაობდა ქობულეთის რაიონის საკოლმეურნეობათაშორისო სამშენებლო ორგანიზაციის სამუშაოთა მწარმოებლად; 1998-2000წწ. შპს "ერა-98"-ის სამუშაოთა მწარმოებლად ქ. ბათუმში; 2000-2004წწ. იყო შპს "აღორძინება-მ"-ის გენერალური დორექტორი; 2005 წლიდან მუშაობს სამშენებლო კომპანია "ანაგი"-ს ზონალური სამშენებლო წარმოების ხელმძღვანელად (მშენებლობის უფროსად); სამშენებლო კომპანია "ანაგში" მუშაობის პერიოდში, მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორებიცაა: სასტუმრო "ივერია" (რეკონსტრუქცია), სასტუმრო "ჯორჯიან პალასი" და "ტოიოტა ცენტრი" ქ. ქობულეთში, სასტუმრო "ჰილტონის" კომპლექსი და საფეხბურთო სტადიონი, ასევე რამდენიმე მაღლივი საცხოვრებელი სახლი და საჯარო სკოლა ქ. ბათუმში, იუსტიციის სახლი ქ. ოზურგეთში და სხვა; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 100-101


Share: