The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მალხაზ მაცაბერიძე

მალხაზ მაცაბერიძე
დაბადების თარიღი:20 აგვისტო, 1956  (68 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1978 წელს; ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა - 1981 წელს.

1982-1994წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი; 1994-1998წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტოლოგიის კათედრის დოცენტი; 1998-2004წწ. - ამავე უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის კათედრის პროფესორი; 2004 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტიკური ტექნოლოგიების კათედრის პროფესორი; 2004-2005წწ. - პოლიტიკური ტექნოლოგიების კათედრის გამგე; 2005 წლიდან - პოლიტიკის მიმართულების პროფესორი; 2006 წლიდან - პოლიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. სამეცნიერო ნაშრომებისა და პუბლიკაციების ავტორი. საკვლევი სფერო: ქართული პოლიტიკა, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კვლევები, ქართული პოლიტიკური აზრი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (1999).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის პოლიტიკური კონცეფცია", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.603; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2023 - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი (იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით)
    პოლიტოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის
  • 2015 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
    უნივერსიტეტის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის
  • 2013 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: