The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ ტუკვაძე

ავთანდილ ტუკვაძე
დაბადების თარიღი:28 თებერვალი, 1952  (73 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1975 წელს.

1978-1980წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მასწავლებელი; 1980-1999წწ. - დოცენტი; 1999-2005წწ. - პროფესორი; 2018 წლიდან - ასოცირებული პროფესორი; 1981-1986წწ. - ისტორიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2000-2004წწ. -თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებებში ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს წევრი. პარალელურად - 1992-1999წწ. - თბილისის მართვის ინსტიტუტის პრორექტორი; 1999-2005წწ. - სპორტის აკადემიის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2004-2005წწ. - სპორტის აკადემიის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, სამართლის მიმართულების სრული პროფესორი; 2005-2007წწ. - ილიას უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების სრული პროფესორი, სამართლის სპეციალობის კორდინატორი; 2009-2011წწ. - ქართულ-ბრიტანული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული ჟურნალ "ცხოვრება და კანონი"-ს რედკოლეგიის წევრი; 2001 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი. სამეცნიერო სტატიებისა და ნაშრომების ავტორი. პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2001).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "პოლიტიკური ელიტა", დაიცვა 1999 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.603; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პოლიტიკის მეცნიერებათა აკადემია, წევრი (2008-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: