Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რიმიკო გურგენიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხოტევი, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1958 წელს. 1959-1978წწ. მუშაობდა ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სპეციალური სამუშაოების სამშენებლო ტრესტ "ინჟმშენში" ინჟინრად, უფროს ინჟინრად, განყოფილების უფროსად, მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1978-1982წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქკოლმშენინდუსტრიის" მმართველი; 1982-1989წწ. ტრესტ "საქკოლმშენკომპლექტის" მმართველი; 1989-1995წწ. იყო ს.ს. "საქსოფლმსენის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 1995-1998წწ. ს.ს. "საქსოფლმშენის" გენერალური დირექტორის მოადგილე; იგი აქტიურად მონაწილეობდა ქ. თბილისის საინჟინრო ქსელებისა და ნაგებობების მშენებლობა-რეკონსტრუქციაში, ახალი რაიონების კომუნიკაციებით უზრუნველყოფის საქმეში; ხელმძღვანრლობდა სასოფლო მშენებლობას საქართველოს რეგიონებში; აქტიურად იყო ჩართული რეგიონებში სკოლების, საბავშვო ბაღების, ადმინისტრაციული შენობებისა და სპორტულ გამაჯანსაღებელი ნაგებობების მშენებლობაში; განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი წვლილი რაჭაში მიწისძვრით დაზიანებული შენობების აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოების შესრულებაში 1991-1992 წლებში; დაჯილდოებული იყო სამთავრობო ჯილდოებითა და სიგელებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 106 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |