შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლუბა კემულარია-ნათაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზუბი, ახლანდელი ხობის მუნიციპალიტეტი. 1911 წელს სამეცნიერო საქმიანობა დაიწყო თბილისის ბოტანიკურ ბაღში; 1933 წლიდან მუშაბდა თბილისის ბოტანიკის ინსტიტუტში; ავტორია ნაშრომებისა კავკასიის და საქართველოს სისტემატიკისა და ნომენკლატურის, ფარულთესლოვან მცენარეთა ფილოგენეტიკისა და სხვა საკითხების შესახებ, რომელშიც მოცემულია რანალების რიგის კავკასიური ტაქსონების ორიგინალური კლასიფიკაციური სისტემა; ''საქართველოს ფლორის" I და II გამოცემის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ავტორი; მის მიერ აღწერილია ფარულთესლოვან მცენარეთა უცნობი ერთი ახალი ოჯახი, 3 ტრიბი, 2 გვარი და 80-ზე მეტი სახეობა, მრავალი შიდასახეობრივი ტაქსონი; ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში: კითხულობდა ზოგადი ბოტანიკის, მცენარეთა სისტემატიკისა და ფიტოგეოგრაფიის კურსებს; წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.5. - თბ., 1980. - გვ. 466; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 4.–თბ., 2018.–გვ.619 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |