შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ცაგარეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1966 წელს, ასპირანტურა 1969 წელს. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას: 1970-1978წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტი, ლაბორანტი, შემდეგ – უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1978-1994წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი მათემატიკის კათედრის დოცენტი; 1990-1997წწ. სრულიად საქართველოს "წმიდა ილია მართლის საზოგადოების" გამგეობის წევრი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევვნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 2004-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 378; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: nplg.gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |