The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ოსეფაშვილი

დავით ოსეფაშვილი
დაბადების თარიღი:3 დეკემბერი, 1965  (58 წლის)
კატეგორია:პოლიტიკოსი, პოლიტოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტოლოგიის სპეციალობით.

სხვა და სხვა დროს მუშაობდა, სამთავრობო და სახელმწიფო უწყებებში. როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორში, მას უმუშავია ინფორმაციის მონიტორინგის მიმართულებით, მათ შორის, საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და ურთიერთობების სფეროში. აქვს სათანადო გამოცდილება საორგანიზაციო საქმიანობაში. ჰქონდა მჭიდრო ურთიერთობები არასამთავრობო სექტორთან და სახელმწიფო ორგანიზაციებთან. მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა სახელმწიფო უწყებებში: მთავარი მრჩევლის, მრჩევლის, წამყვანი ანალიტიკოსის, მთავარი სპეციალისტის, მიმართულების კოორდინატორის, ექსპერტ-კონსულტანტის, მთავარი რედაქტორის და სხვა თანამდებობებზე. უმუშავია ისეთ დაწესებულებებში, როგორებიცაა: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, კულტურის სამინისტრო, სახელმწიფო საინფორმაციო სამსახური (პრეზიდენტის პრესსამსახური), თბილისის საკრებულოს აპარატი, თბილისის მერიის ადმინისტრაცია, ახალგაზრდულ საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი, Millenium Challenge Georgia (MCC), ტელეკომპანია "იმედი", "საზოგადოებრივი მაუწყებელი" და სხვ. 2003 წელს, მან მიიღო მონაწილეობა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტში, - "საჯარო მოხელე კორუფციის წინააღმდეგ" და იყო დაჯილდოვებული, ქ. თბილისის  ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა სტიპენდიით. 2005 წელს, მიიღო მონაწილეობა, თელ-ავივში საერთაშორისო პროგრამაში, რომელიც ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის, "მაშავის" მიერ იყო ორგანიზებული, "მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების" პროგრამის მიმართულებით. არის პუბლიკაციების ავტორი, ხშირად ჩნდება პრესასა და სატელევიზიო გადაცემებში. 2003 წელს მინიჭებული აქვს აკადემიური ხარისხი, პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულებით. პოლიტოლოგი, პოლიტიკოსი, PR-ისა და მედიის სპეციალისტი.


გააზიარე: