The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზვიად ცეცხლაძე

ზვიად ცეცხლაძე
დაბადების თარიღი:26 თებერვალი, 1946
გარდაცვ. თარიღი:მაისი, 2007  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიზნესმენი, ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგლი: სოფელი ბახვი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა  საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სპეციალობით წყალმომარაგება და კანალიზაცია 1974 წელს.

1964-1973წწ. "თბილქალაქმშენის" N10 სამმართველოს N14 ტრესტის მუშა; 1973-1978წწ. "თბილქალაქმშენის" N18 ტრესტის სამუშაოთა მწარმოებელი; 1978-1983წწ. საქართველოს საყოფაცხოვრებო სამინისტროს ტრესტის "საქყოფრემმშენის" უფროსის მოადგილე, მთავარი ინჟინერი; 1983-1985წწ. ტრესტის მმართველი; 1985-1991წწ. ასოციაცია "საქართველოს" "მშენმრეწვკომპლექტის" პრეზიდენტი; 1991-1992წწ. სახელმწიფო კონცერნ "საქყოფრემმშენის" ვიცე-პრეზიდენტი, პრეზიდენტი; 1994-1995წწ. "ახალი ქართული ბანკის" აჭარის რეგიონული ბანკის თავმჯდომარე; 1996-1999წწ. ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გენერალური დირექტორი; 2002-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "დემოკრატიული აღორძინების კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყაეო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 379

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტი, წევრი (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია ფრაქცია "XXI საუკუნე", წევრი (2002-2003)

გააზიარე: