შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ცივაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი. დაამთავრა ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს. 1974-1978წწ. ხარკოვის ზოგადი და გადაუდებელი ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ მუშაკი; 1978-1980წწ. აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე; 1980-1985წწ. ბათუმის პირველი საავადმყოფოს ქირურგიული გან-ის გამგე, მთავარი ექიმი; 1985-1992წწ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრი; 1992-1995წწ. აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი; აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე (1995); 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, ბათუმის №79 საარჩევნო ოლქიდან. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: საქართველოს პარლამენტის წევრი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 379 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |