შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ცივაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა 1982 წელს. სამხედრო შეკრების კურსანტი (1982); საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს ინჟინერი (1983); 1983-1984წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კომკავშირის კომიტეტის მდივნის მოადგილე; 1984-1989წწ. კომკავშირის აჭარის საოლქო კომიტეტის საორგანიზაციო განყოფილების გამგე, მეორე მდივანი; 1989-1990წწ. კომპარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის ინსტრუქტორი; 1991-1992წწ. აჭარის სახელმწიფო საავტომობილო ინსპექციის უფროსი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი ქობულეთის №10.81 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან; 1994-2003წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ ბათუმის სამხედრო კომისარი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.380 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |