შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ერისთავი![]()
ბიოგრაფიაგიორგი რევზის ძე ერისთავი (ქართლიდან) 1821-1825 წლებში სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, შემდეგ დედამ პეტერბურგში წაიყვანა, სადაც ჯერ გოდენიუსის პანსიონში შეიყვანეს, მერე ლორენცს მიაბარეს, ბოლოს კი გვარდიის იუნკერთა სასწავლებელში მიაბარეს; იცოდა გერმანული და ფრანგული ენები. საქართველოში დაბრუნდა 1832 წლის ივლისში, იყო შეთქმულების მეთაური. თავის ბიძაშვილთან, ელიზბარ ერისთავთან ერთად შეადგინა საქართველოს მმართველობის გეგმა. შეთქმულების გაცემის შემდეგ არხანგელსკში გადაასახლეს. ეროვნული მოღვაწე. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.65
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |