The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ ბერიძე

მერაბ ბერიძე
დაბადების თარიღი:27 სექტემბერი, 1949  (75 წლის)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ასპინძა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1972 წელს.

1973-1978წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ახალი ქართული ენის კათედრასთან არსებული ტოპონიმიკის ლაბორატორიის ლაბორანტი; 1978-1984წწ. - ამავე ლაბორატორიის უფროსი ლაბორანტი; 1984-1986წწ. - მეცნიერ-თანამშრომელი; 1986-2000წწ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1997-2005წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალის ეთნოლინგვისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი; 1990-2005წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალის დირექტორი; 2009-2015წწ. - საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2009 წლიდან - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი; 2012-2013წწ. - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 2013-2018წწ. - ამავე უნივერსიტეტის რექტორი; 2018 წლიდან - რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. სამეცნიერო ინტერესების სფერო: ქართველური ენათმეცნიერება, დიალექტოლოგია, ქართველური ონომასტიკა, ისტორიული ტოპონიმია და ანთროპონიმია, ლიტერატურათმცოდნეობა. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2005), პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მესხური ტოპონიმიის სტრუქტურული და ისტორიული ანალიზის პრობლემები", დაიცვა 2005 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.455; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი: sjuni.edu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: