შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ დათუაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1979 წელს. 1979-1981წწ. მუშაობდა თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიეპი") - ინჟინრად; 1981-1985წწ. მუშაობდა ქ. მოსკოვში, ბინათმშენებლობის ცენტრალურ საპროექტო და სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტში უფროს ინჟინრად; იყო ამავე ინსტიტუტის ასპირანტი; 1985-1986წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასტრანსმშენის" ცენტრალური სამშენებლო ლაბორატორიის გამგედ; 1986-1989წწ. ამავე ტრესტის სამშენებლო სამმართველოს უბნის უფროსად "მარაბდა-ახალქალაქის" რკინიგზის მშენებლობაზე; 1989-1992წწ. იყო სამშენებლო სააქციო საზოგადოება "ტრანსმშენის" სამრეწველო საწარმოთა კომბინატის მთავარი ინჟინერი; 1992-1996წწ. ამავე სააქციო საზოგადოების სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1996-1997წწ. მუშაობდა აშშ-ს სააგენტო "დემოკრატია და განვითარების ფონდის" კონსულტანტ-მენეჯერად მშენებლობის საკითხებში; 1997-2002წწ. საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდში, სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველად; 2002-2006წწ. მუშაობდა "ქართუ ჯგუფის" სარევიზიო სამსახურის ტექნიკურ ზედამხედველად; 2006-2007წწ. დეველოპერულ კომპანია "აქსისში", მშენებლობის ტექნიკურ მენეჯერად "აქსის პალასისა" და "აქსის თაუერის" მშენებლობაზე; 2007-2012წწ. იყო სამშენებლო კომპანია "არ-დი-აი"-ს მთავარი ტექნიკური მენეჯერი მშენებლობის განხრით; 2012 წლიდან მუშაობს სამშენებლო კომპანია "ანაგში"; იყო ტექნიკური განყოფილების წამყვანი ინჟინერი; არის სამშენებლო კომპანია "ანაგის" შრომის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი; მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობა - რეკონსტრუქციას, როგორიცაა: ქ. თბილისის რკინიგზის ვაგზალი, თბილისის ელმავალმშენებელი და ვაგონმშენებელი ქარხნები, სოხუმის დანგრეული ვაგზლის აღდგენა, ქ. გორკის (ახლანდელი ნიჟნი ნოვგოროდის - რუსეთი) სახლმშენებელი კომბინატი და ქ. მურომის (რუსეთი) შპალების ქარხანა, "მარაბდა-ახალქალაქის" რკინიგზის "ბედენი-წალკის" უბნის მშენებლობა, "ძირულა-შორაპანის" რკინიგზის მეორე ხაზის მშენებლობა, კოპიტნარის სამხედრო აეროდრომის ინფრასტრუქტურა, სავაჭრო ცენტრი "ისტ პოინტი თბილისი", 22-სართულიანი საცხოვრებელი ატენის ქუჩაზე ქ. თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ არსებული მრავალფუნქციური კომპლექსი და სხვა; მრავალწლიანი სრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია რკინაბეტონის საკავშირო სამეცნიერო-კვლავით ინსტიტუტში და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი 1988 წელს. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 108-109
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |