The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ დანელია

ზურაბ დანელია
დაბადების თარიღი:8 ივნისი, 1936  (90 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლი კვალიფიკაცია 1959 წელს.

1959-1962წწ. მუშაობდა საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1962-1965წწ. იყო საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი; 1965-1969წწ. იყო საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; 1969-1993წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჰიდრავლიკისა და ჰიდრომექანიკის კატედრის დოცენტად, ამავე კათედრის გამგედ; 1994-1997წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტის დეკანი, ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე; 1997 წელს არჩეულ იქნა პროფესორის თანამდებობაზე; 2006-2017წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრავლიკისა და საინჟინრო ჰიდროეკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელია; 2017 წლიდან მიენიჭა პროფესორ ემერიტუსის წოდება; ფართოა მისი მოღვაწეობის სფერო; გარდა სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობისა, 1969 წლიდან იყო ჰიდრავლიკურ გამოკვლევათა საერთაშორისო ასოციაციის საკავშირო კომიტეტის "წყალმიმღებ ნაგებობათა ჰიდრავლიკის" სექციის წევრი; 1996 წლიდან ამავე ასოციაციის საქართველოს ეროვნული კომიტეტის წევრი; გამოქვეყნებული აქვს 112 სამეცნიერო ნაშრომი საქართველოს და 6 საერთაშორისო აღიარების მქონე რეცენზირებად ჟურნალებში; აქვს 12 საავტორო მოწმობა და პატენტი; 15 საწარმოო დანერგვა; 11 სხვადასხვა დანერგვა; მონაწილეობდა TACIS-TEMPUS-ის პროექტით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში; მისი ხელმძრვანელობით დაცულია 8 საკანდიდატო და 3 სადოქტორო დისერტაცია; არის საქართველოს საექსპერტო დეპარტამენტის ექსპერტი; ორი საერთაშორისო სამეცნიერო შრომათა კრებულის რედკოლეგიის წევრი. დაჯილდოებულია საუწყებო ჯილდოებით და საპატიო სიგელებით. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1965).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კომბინირებული წყალმიმღები, მთის მდინარეებისათვის", დაივა 1965 წელს.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 110-111

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ენერგეტიკის ეროვნული აკადემია, წევრი (1994-)
  • წყლის ეკოლოგიის საერთაშორისო ასოციაცია, წევრი (1988-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი
    მრავალწლიანი წარმატებული სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისა და დამსახურებისათვის

გააზიარე: