The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა დაუშვილი

შალვა დაუშვილი
დაბადების თარიღი:4 ივნისი, 1933
გარდაცვ. თარიღი:2014  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მეტალურგის კვალიფიკაცია 1958 წელს.

1958 წელს მუშაობა დაიწყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მარტენის საამქროში ინჟინრად, მარტენის საამქროს კომკავშირული ორგანიზაციის მდივნად, შემდეგ ქ. რუსთავის კომკავშირის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივნად; 1961 წელს გადაიყვანეს საქართველოს კომპარტიის რუსთავის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორად, შემდეგ აირჩიეს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მარტენის საამქროს პარტიული ორგანიზაციის მდივნად; 1963-1965წწ. სწავლობდა ქ. ბაქოს უმაღლეს პარტიულ სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ აირჩიეს ქ. რუსთავის ქიმიური ბოჭკოს ქარხნის პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარედ; 1972 წლიდან მუშაობდა ქ. რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში, ჯერ კადრების მომზადების სასწავლებლის დირექტორად; 1978 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში; იყო №1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენი"-ს მექანიკური ქარხნის დირექტორის მოადგილე, შემდეგ საწარმოო-ტექნოლოგიური კომპლექტაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1980 წლიდან ამავე სამმართველოს უფროსი; 1987 წელს გადაიყვანეს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №7 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" საწარმოო-ტექნოლოგიური კომპლექტაციის სამმართველოს უფროსად; 1996 წლიდან იყო ს.ს. "საქშახტმშენის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2000-2014წწ. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 1991-1992წწ. აქტიურად მონაწილეობდა რაჭაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციისა და დაზარალებულ სოფლებში შენობა-ნაგებობების აღდგენითი სამუშაოების შესრულებაში; დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქ. რუსთავის სამრეწველო და სოციალურ-კულტურული დანიშნულების ობიექტების მშენებლობისა და ქალაქის აღმშენებლობის საქმეში; მისი მონაწილეობით აშენდა საქართველოს სამთო მოპოვებითი მრეწველობის სფეროს მრავალი საწარმოო და სოციალურ-კულტურული დანიშნულების ობიექტი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 112-113

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - ქალაქ რუსთავის საპატიო მოქალაქე
  • 2003 - ღირსების ორდენი
    მშენებლობის სფეროში მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის

გააზიარე: