The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამარ ერისთავი

თამარ ერისთავი
Date of birth:1892
Date of death:30 April, 1980  (at 88 years)
Category:Nobleman, Educator, Public Man

Biography

 დაბადების ადგილი: სოფელი ახალგორი (მაშინდელი დუშეთის მაზრა).

სწავლობდა წმინდა ნინოს პანსიონში, შემდეგ სასწავლებლად წავიდა საფრანგეთში, სადაც დაამთავრა ფრებელის კურსები.

1914 წელს დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო ანასტასია გედევანიშვილის საბავშვო ბაღში მასწავლებლად, სადაც დანერგა მარია მონტესონის მეთოდი. 1917 წელს გადავიდა წითელი ჯვრის მიერ გახსნილ საბავშვო ბაღში. 1919 წელს თბილისის განათლების განყოფილებამ გახსნა ახალი საბავშვო ბაღი, რომლის გამგედაც თამარ ერისთავი დაინიშნა. 1922 წლის ოქტომბერში გადაიყვანეს პირველი საბავშო ბაღის (შემდეგ 77-ე) გამგედ. 1921 წელს თამარ ერისთავის ინიციატივით გაიხსნა სკოლამდელი აღზრდის სამთვიანი მოსამზადებელი კურსები, იგი კითხულობდა ლექციებს და ატარებდა პრაქტიკულ მუშაობას. 1925 წელს ჩაატარა პირველი საერთო კონფერენცია საბავშვო ბაღებისა და ოთხწლიანი სკოლებისათვის. 1925 წლის ნოემბერში მე-4 საბავშვო ბაღში გახსნა პირველი მეთოდური კაბინეტი სკოლამდელთათვის; მეთოდური საკითხების ირგვლივ შეაგროვა მასალები და თავისი ინიციატივით გამოსცა პირველი სკოლამდელი კრებული "საბავშვო ბაღი". აქტიურად მონაწილეობდა სკოლამდელი მოსამზადებელი კურსების ორგანიზებაში, ამზადებდა ახალ კადრებს, 1922-1924 და 1926-1927 წლებში მუშაობდა მეთოდურ ბიუროში, მონაწილეობდა ყველა პედაგოგიური და მეთოდური საკითხის დამუშავებაში, როგორც მეთოდისტი და საზოგადოებრივი ინსტრუქტორი ატარებდა კონფერენციებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.75

Awards and Honors

  • მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისთვის"
  • საპატიო ნიშანი "სახალხო განათლების წარჩინებული"
  • საქართველოს სსრ დამსახურებული მასწავლებელი

Bibliography


Share: