The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



როლანდ დგებუაძე

როლანდ დგებუაძე
დაბადების თარიღი:13 ოქტომბერი, 1940
გარდაცვ. თარიღი:2004  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი საბერიო, გალის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპაციალობით და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1963 წელს; ქ. ბაქოს უმაღლესი პარტიული სკოლა.

1963-1965წწ. გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში; 1965-1973წწ. მუშაობდა ენგურის ჰესების კასკადის მშენებლობაზე - მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1973 წელს გადაიყვანეს ენგურჰესის ძალოვანი კვანძის სამშენებლო სამმართველოს საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1975 წელს გადაყვანილ იქნა პარტიულ სამუშაოზე, საქართველოს კომპარტიის გალის რაიონული კომიტეტის პარტიულ-საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორად, შემდეგ კი პარტიულ-საორგანიზაციო განყოფილების გამგის თანამდებობაზე; 1981 წელს არჩეულ იქნა საქართველოს კომპარტიის გალის რაიონული კომიტეტის მდივნად; 1985-1993წწ. მუშაობდა გალის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ; 1993-2004წწ. გალის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის ჯერ მოადგილედ, შემდეგ კი პირველ მოადგილედ; არაერთგზის იყო არჩეული გალის რაისაბჭოს დეპუტატად; 1991 წელს არჩეულ იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად; იყო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს იდეოლოგიურ-საინფორმაციო მუდმივი კომისიის თავმჯდომარე; დიდი წვლილი აქვს შეტანილი ენგურის ჰესების კასკადის იმ ობიექტების მშენებლობაში, რომლებიც გალის რაიონის ტერიტორიაზე იყო განთავსებული; ასევე დიდი ღვაწლი მიუძღვის გალის რაიონის ეკონომიკური განვითარების საქმეში; დევნილობის პერიოდში ყოველთვის გვერდით ედგა რაიონიდან დევნილ მოსახლეობას, მათი პრობლემური საკითხების მოგვარების საქმეში; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული ჰქონდა საუწყებო და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 113-114


გააზიარე: