The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯიმშერ ციციშვილი

ჯიმშერ ციციშვილი
დაბადების თარიღი:15 მაისი, 1930  (94 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი 1954 წელს.

1954-1958წწ. საქსახპროექტის ინჟინერ-კონსტრუქტორი; 1958-1966წწ. ცენტროსოიუზის საპროექტო ინსტიტუტის თბილისის ფილიალის ინჟინერ-კონსტრუქტორი, სამშენებლო და საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1966-1973წწ. საქკონსერვხილბოსტნის საპროექტო სახარჯვთაღრიცხვო კანტორის მთავარი ინჟინერი; 1973-1975წწ. საქართველოს სსრ კვების მრეწველობის სამინისტროს საპროექტო-სახარჯვთაღრიცხვო კანტორის მთავარი ინჟინერი; 1975-1983წწ. საქართველოს სსრ კვების მრეწველობის სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსი; 1983-1992წწ. სასგ საქეთერზეთმრეწვის უფროსის მოადგილე მშენებლობის დარგში; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ხალხთა მეგობრობისა და სამართლიანობის პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.382

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნულ უმცირესობათა საქმეების კომისია, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის მრეწველობის, მშენებლობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და კომუნალურ მეურნეობის კომისია, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე პროცესების შემსწავლელი დროებითი კომისია, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "დემოკრატიული კავშირი" , წევრი (1993-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "თანხმობა", წევრი (1993-1995)

გააზიარე: