The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზვიად ელიზბარაშვილი

ზვიად ელიზბარაშვილი
დაბადების თარიღი:16 ივნისი, 1973  (51 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი, არქიტექტურის სპეციალობით 1997 წელს.

1998-2002წწ. მუშაობდა ქ. თბილისის მერიის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის არქიტექტურულ-სამშენებლო კონტროლის ინსპექციის წამყვან სპეციალისტად; 2002-2005წწ. მუშაობდა ამავე ინსპექციაში მთავარ სპეციალისტდ, ტექნიკური განყოფილების უფროსად, "არქმშენინსპექციის" უფროსის მოვალეობის შემსრულებლად; 2005-2007წწ. მუშაობდა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილედ; 2007 წლიდან არის საპროექტო კომპანია შპს "ჰორიზონტის" დამფუძნებელი და წამყვანი არქიტექტორი; 2015-2016წწ. მუშაობდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის გენერალური გეგმისმართვის განყოფილების უფროსად; 2016-2017წწ. იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე; წარმატებული შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 117


გააზიარე: