The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სალომე კაპანაძე

სალომე კაპანაძე
Date of birth:6 February, 1965  (60 years)
Category:Scientist, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ტყვარჩელი.

დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1987 წელს.

1994 წლიდან კითხულობს სალექციო კურსებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში; 1997 წელს დაარსა საბავშვო ჟურნალი "იალქანი" და 2005 წლამდე იყო მისი მთავარი რედაქტორი; 2005-2006 წწ. იყო აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი; 2006-2009 წწ. მინისტრის პირველი მოადგილე; არის ავტორი და რედაქტორი პროექტებისა: "საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა - აფხაზეთი" - ტ. 1-2 ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, აკაკი წერეთლის პოემა "გამზრდელის" ილუსტრირებული გამოცემა აფხაზურ ენაზე, "მე მოვალ თქვენთან" - აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომრების ლექსების კრებული; პროექტი "გზავნილები მომავლიდან" - დიალოგი კულტურის ენაზე, სტუდენტთა ლიტერატურულ-პუბლიცისტური კრებული "დებიუტი"; 2016-2021 წწ. იყო გადაცემა "ხიდი-საუბრები აფხაზეთზე" (სდასუ TV) პროდიუსერი; 2020 წელს მისი ავტორობით გამოვიდა საბავშვო წიგნი "დელფინ ფანის ამბები" ქართულ და აფხაზურ ენებზე; იმავე წელს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაიდგა რადიო სპექტაკლი "დელფინ ფანის ამბები", ხოლო 2021 წელს დადგმა განხორციელდა აფხაზურ ენაზე; ს. კაპანაძე არის ავტორი წიგნების: "ცისფერი ყანწებიდან - მარადისობანდე" (2005), "კონტექსტი - წერილები ქართულ მწერლობასა და კულტურაზე" (2019), აქტიურად ჩართულია საზოგადოებრივ საქმიანობაში: არის საყმაწვილო ჟურნალ "იალქანის" სარედაქციო საბჭოს წევრი, მსოფლიო მშვიდობის ფედერაციის (UPF) ელჩი საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაცია "აფხაზეთი - ჩემი სახლის" თავმჯდომარე, საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის და ჟურნალ "კრიმინოლოგის" სარედაქციო საბჭოს წევრი, აფხაზეთის მთავრობასთან არსებული გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო  პრემიის მიმნიჭებელი კომიიის წევრი. დაჯილდოვებულია: საფრანგეთის ქ. განატის საერთაშორისო ფესტივალის დიპლომით (2008), მსოფლიო მშვიდობის ფედერაციის (UPF, 2011), აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა (2016) და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს (2019) სიგელებით. ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტიციან ტაბიძის პროზა, წერილები, ნარკვევები", დაიცვა 1997 წელს.

Member of Organizations

  • არასამთავრობო ორგანიზაცია "აფხაზეთი - ჩემი სახლი", თავმჯდომარე (2014-2022)
  • აფხაზეთის მთავრობასთან არსებული გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის მიმნიჭებელი კომისია, წევრი (2020-2022)
  • მსოფლიო მშვიდობის ფედერაცია (UPF), ელჩი საქართველოში (2010-)
  • საქართველოს ეროვნული პლატფორმა, წევრი (2017-2022)
  • საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის და ჟურნალ "კრიმინოლოგის" სარედაქციო საბჭო, წევრი (2019-2022)
  • საყმაწვილო ჟურნალ "იალქანის" სარედაქციო საბჭო, წევრი (2005-2022)

Awards and Honors

  • 2020 - ქართული კულტურის ამაგდარის წოდება
    ქართულ კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის
  • 2019 - გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია

Bibliography


Share: