შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ ემირიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაცია 1986 წელს. 1987-1995წწ. მუშაობდა ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ანასეულის ფილიალში, ინჟინერ-მექანიკოსად; დაამთავრა ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა; 1996-1998წწ. მუშაობდა ბათუმის მანქანათმშენებელ ქარხანაში ექსპერიმენტული საამქროს უფროსად, მთავარი ინჟინრის მოადგილედ, მთავარ ინჟინრად; 1999-2004წწ. სამშენებლო კომპანია "ანაგში" სამუშაოთა მწარმოებლად; 2004-2014წწ. გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს ეგიდით განხორციელებული საერთაშორისო პროგრამების უზრუნველმყოფ ორგანიზაციებში კონსულტანტად და ექსპერტ-კონსულტანტად სამშენებლო საკითხებში; 2014 წლიდან მუშაობს სამშენებლო კომპანია "ანაგის" შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნილოგიური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელად (კომპლექტაციის სამმართველოს უფროსად); ავტორია ორი გამოგონების: ჩაის საგრეხი, საფერმენტაციო და საშრობი ახალი აგრეგატების შექმნისა და წარმოებაში დანერგვის განხრით; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 117-118
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |