The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან ეპიტაშვილი

დაბადების თარიღი:27 იანვარი, 1901
გარდაცვ. თარიღი:5 აგვისტო, 1943  (42 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი ლომოვიცკი, ტომსკის ოლქი
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, მუსიკოსი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფორტეპიანოს კლასი და თბილისის ინდუსტრიული ტექნიკუმი.

1931 წლიდან მუშაობდა თბილისის ნაგებობათა და ჰიდროენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, დიდი მუშაობა გაწია თეძამის ტუფისა და სპინგნოლიტის შესწავლა-გამოყენებისათვის, რისთვისაც საქართველოს სსრ სახკომსაბჭომ დააჯილდოვა, ხოლო სსრკ მძიმე მრეწველობის საკვალიფიკაციო კომისიამ 1938 წელს, უფროსი მეცნიერ-მუშაკის წოდება მიანიჭა; ამავე დროს ვალერიან ეპიტაშვილი მუშაობდა თბილისის ინდუსტრიულ ინსტიტუტსა და საქართველოს სამხედრო აკადემიაში დოცენტად. 1941 წელს სამხედრო სამსახურში გაიწვიეს ფრუნზეს სახელობის უმაღლეს სამხედრო-საინჟინრო აკადემიაში, რომლის დამთავრებისთანავე გაიგზავნა ფრონტზე. ვალერიან ეპიტაშვილის ნაშრომები გამოქვეყნებულია სამეცნიერო-პერიოდულ გამოცემებში.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.54

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი (სიკვდილის შემდეგ)

გააზიარე: