შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ნადირაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. დაამთავრა თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის ფაკულტეტი 1960 წელს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე 45 წლის მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; იყო ფიზიკური კულტურისა და სპორტის ინსტიტუტის მიწვეული პროფესორი; თსუ-ს ხარისხების მიმნიჭებელი სამეცნიერო საბჭოს წევრი; გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სტატია და ექვსი წიგნი. კვლევის ძირითადი მიმართულება: ისტორიოგრაფია, ისტორიული მეცნიერების ისტორია. ყოველი მნიშვნელოვანი მეცნიერის ცხოვრებისა და შემოქმედების შესწავლა ამავე დროს წარმოადგენს და განმარტავს ისტორიული მეცნიერების მაგისტრალური განვითარების პროცესებს. გ. ნადირაძემ მნიშვნელოვანი შრომა გასწია XIX საუკუნის ქართველი მოღვაწეების ნიკო ურბნელისა (საკანდიდატო დისერტაცია) და სულხან ბარათაშვილის (სადოქტორო დისერტაცია) სამეცნიერო მემკვიდრეობის შესასწავლად; ის აღნიშნულ მეცნიერთა ყოველმხრივი ღვაწლის პირველი მკვლევარია; ეწეოდა პუბლიცისტურ მოღვაწეობას. ავტორია მრავალი პუბლიცისტური წერილისა და ესსეს. იღებდა მონაწილეობას სატელევიზიო სამეცნიერო-პოპულარულ გადაცემებში, როგორც ისტორიკოსი; აქტიურად თანამშრომლობდა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიისა და ენციკლოპედია "საქართველო" რედაქციასთან; იყო გაზ. "ლიტერატურული საქართველოს" მუდმივი ავტორი. თანაავტორია საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოს - "საქართველოს ისტორია, XIX საუკუნე" (2002). 1971 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, 1998 წელს სადოქტორო დისერტაცია, 2001 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. წყარო: პოეტური სულის მეცნიერი : გიორგი ნადირაძე-80 : სამეცნ. კრებული / საქ. ისტორიკოსთა ეროვნ. კომ-ტი; მთ. რედ. როინ მეტრეველი.-თბ.,2012. - 502გვ. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |