The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბორის ესაკია

ბორის ესაკია
დაბადების თარიღი:20 ოქტომბერი, 1936  (88 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1961 წელს.

1962 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო-სარემონტო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" №1 სამშენებლო სამმართველოში მშენებელ ოსტატად, შემდეგ სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1969-1971წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "მშენკომპლექტის" ლითონების განყოფიოლების უფროსად; 1972 წელს გადაყვანილ იქნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №2 სამშენებლო ტრესტის საწარმოო-ტექნოლოგიური კომპლექტაციის სამმართველოს უფროსად; 1973-1981წწ. მუშაობდა სამშენებლო-სამონტაჟო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" სამშენებლო ტრესტ "მაღლივმშენის" სამშენებლო სამმართველოს ჯერ მთავარ ინჟინრად, შემდეგ სამმართველოს უფროსად; 1981-1999წწ. მუშაობდა საქართველოს ტელე-რადიო მაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსად, ხოლო მისი რეორგანიზაციის შემდეგ იყო კაპირალური მშენებლობის სამმართველოს უფროსი; 1999-2004წწ. მუშაობდა საქართველოს ტელე-რადიო მაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის ტელე-რადიო ცენტრის კომერციული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ, მშენებლობის დარგში; მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა, როგორც აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე საქართველოს რეგიონების ტელე-რადიო მაუწყებლობის ახალი ობიექტების მშენებლობა, ასევე არსებული რეკონსტრუქცია და კაპიტალური რემონტი, ცხინვალის ტელე-რადიო სახლის მშენებლობა; მრავალწლიანი პროფესიული შრომითი მოღვაწეობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები, ასევე საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 118-119


გააზიარე: