Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინელი ვარდიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის ხიდებისა და გვირაბების ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1957 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქ. ისეცკის (სვერდლოვსკის ოლქი) რკინაბეტონის კონსტრუქციების ქარხანაში - ინჟინრად; საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1959 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენში", ჯერ საპროექტო განყოფილების ინჟინერ-კონსტრუქტორად, შემდეგ უფროს ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად; 1964-1998წწ. მუშაობდა ზონალურ სამეცნიერო-კვლევით და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიეპი") ჯგუფის ხელმძღვანელად, პროექტის მთავარ კონსტრუქტორად; 1974 წლიდან ინდუსტრიული სამშენებლო კონსტრუქციების განყოფილების მთავარი კონსტრუქტორი იყო; მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის მშენებლობის სფეროში სეისმომედეგი, უნიფიცირებული, კარკასულ-პანელოვანი, ანაკრები რკინაბეტონის კონსტრუქციების დამუშავებაში და მათი მშენებლობაში დანერგვის საქმეში; ავტორთა ჯგუფთან ერთად დაამუშავა "იის-04" და "1,020.1 - 2C" სერიის უნიფიცირებული, ანაკრები რკინაბეტონის სეისმომედეგი კონსტრუქციები მაღლივი (16 და 18 სართულიანი), კარკასულ-პანელოვანი საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებისათვის; ასევე "1.120.1 - 2C" სერიის კარკასულ-პანელოვანი კონსტრუქციები, მშენებლობის პირობებში არმატურის დაჭიმვის გამოყენებით; წლების განმავლობაში ამ კონსტრუქციების გამოყენებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, 7, 8 და 9 ბალიან სეისმურ ზონებში აშენდა ათასობით მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები - ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში, ქ. სოჭში, სტავროპოლის მხარეში, კემეროვოს, ორენბურგისა და მურმანსკის ოლქებში, ქ. ნევინომინსკში და სხვაგან; ავტორთა ჯგუფთან ერთად ამუშავებდა საკავშირო და რეგიონალურ კატალოგებს, კონსულტაციას უწევდა და თანამშრომლობდა 400-მდე საპროექტო ორგანიზაციასთან, 130-მდე სამშენებლო ტრესტთან და 80-მდე რკინაბეტონის ნაკეთობების ქარხანასთან; მონაწილეობდა სემინარებსა და კონფერენციებში, მონათესავე კიევის ზონალური ინსტიტუტის (კიევზნიეპის) და ქ. ბელგრადის "სერბეთის სამშენებლო მასალების ინსტიტუტის" სპეციალისტებთან; მონაწილეობდა ქ. სპიტაკში (სომხეთი) მიწისძვრის შედეგად დაზიანებული შენობების ექსპერტიზაში, ასევე სამაჩაბლოში, მიწისძვრით დაზარალებული რაიონების შენობა-ნაგებობების გაძლიერება-აღდგენის პროექტების დამუშავებაში; "იის-04" სერიის სეისმომედეგი, უნიფიცირებული, ანაკრები რკინაბეტონის, კარკასულ-პანელოვანი კონსტრუქციების, მაღლივი (16 და 18 სართულიანი) საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობებისათვის, დამუშავებისა და ათვისება-დანერგვაში შეტანილი წვლილისათვის 1980 წელს მიენიჭა საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 120-121
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |